21-03-2023

კარგი ამბავი! - ერლინგ ჰოლანდი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მარტს ბათუმი არენაზე ნორვეგიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერლინგ ჰოლანდი ტრავმის გამო საქართველოსთან და ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაზიანების გამო ნორვეგიის ეროვნული ნაკრების შეკრება უკვე დატოვა.
ცნობისთვის, ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი არ ყოფნა საქართველოს ნაკრების შანსებს საგრძნობლად ზრდის.
ტეგები:
Facebook კომენტარები