

პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი განაახლა. ამჟამად საქართველოს ნაკრების ლიდერი 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.
წინა განახლების მიხედვით, კვარაცხელია 65 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. გამოცემამ კვარას ფასის ცვლილების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და მომხმარებლებს ჰკითხა, რა იქნებოდა ხვიჩას ახალი ღირებულება.
Transfermarkt-მა ასევე განაახლა ვიქტორ ოსიმენის ღირებულებაც. ნიგერიელი ფორვარდი 100 მილიონ ევროდაა შეფასებული და ამ მაჩვენებლით იგი იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. რაც შეეხება კვარას, იგი მეორე ადგილზეა.
რაც შეეხება მსოფლიოს საერთო მაჩვენებელს, ხვიჩა მე-15 ადგილზეა.
სერია ა-ს ფეხბურთელთა ტოპ 10 სატრანსფერო ფასის მიხედვით ასეთია:
10. ალესანდრო ბასტონი - 55 მილიონი ევრო
9. ტეო ერნანდესი - 60 მილიონი ევრო
8. მილან შკრინიარი - 60 მილიონი ევრო
7. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი - 60 მილიონი ევრო
6. ნიკოლო ბარელა - 70 მილიონი ევრო
5. დუშან ვლაჰოვიჩი - 75 მილიონი ევრო
4. რაფაელ ლეაო - 80 მილიონი ევრო
3. ლაუტარო მარტინესი - 80 მილიონი ევრო
2. ხვიჩა კვარაცხელია - 85 მილიონი ევრო
1. ვიქტორ ოსიმენი - 100 მილიონი ევრო