• 22-03-2023
    რას წერენ ნორვეგიელები ჰოლანდის არ ყოფნაზე - ერლინგის ჩანაცვლებას ასე ვაპირებთ
    რას წერენ ნორვეგიელები ჰოლანდის არ ყოფნაზე - ერლინგის ჩანაცვლებას ასე ვაპირებთ
    Aa

    ნორვეგიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი ტურის შეხვედრას უდიდესი დანაკლის ხვდება. ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ სკანდინავიელებს ერლინგ ჰოლანდი დააკლდებათ. "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.


    "ეს სოლბაკენის გეგმას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ჰოლანდი არის ფეხბურთელი, რომლისაც მეტოქე გუნდის მცველებს ყველაზე მეტად ეშინიათ".


    დიდი ალბათობით, "სიტის" ვარსკვლავს მოახლოვებულ მატჩებში "რეალ სოსიედადის" შემტევი ალექსანდრ სორლოტი შეცვლის, რომელმაც სეზონი შედეგიანად დაიწყო, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ლა ლიგაში ხშირად თამაშს ვეღარ ახერხებს და მას ძირითადად სათადარიგოთა შორის ვხედავთ.


    "ახლა სორლოტის დროა, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ჰოლანდის შეცვლა სათანაოდ შეუძლია და ნორვეგიელთა შეტევა ერლინგის არ ყოფნით არ შესუსტდება", - ვკითხულობთ ადგილობრივ მედიაში.


    საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების შეხვედრა 28 მარტს ბათუმში შედგება. მანამდე საქართველო ამხანაგურ თამაშს 25 მარტს მონღოლეთთან გამართავს.

    Facebook კომენტარები