• 06-06-2023
    მშვენიერი ამბავი! - ზივზივაძის “კარსლრუე” “ლივერპულს”  დაუპირისპირდება
    მშვენიერი ამბავი! - ზივზივაძის “კარსლრუე” “ლივერპულს” დაუპირისპირდება

    როგორც მოგეხსენებათ, 2022/2023 წლების სეზონის თითქმის კი ილია. უმეტესად შიდა ჩემპიონატებში ყველაფერი გარკვეულია.

    გასულ სეზონში ბუნდესლიგა 2-ში ბუდუს ზივზივაძის გუნდმა, “კარსლრუემ” მე-7 ადგილი დაიკავა.

    გერმანული გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრესეზონის ერთ-ერთ შეხვედრაში ისინი “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან.

    შეხვედრა 19 ივლისს BBBank ვილდპარკზე გაიმართება.

    ადგილობრივმა სააგენტო, Ka-news-მა ბუდუს სეზონიც შეაფასა:

    “ბუდუ ზივზივაძე სწორ გზაზე დგას. მართალია, ქართველს ჯერ გამორჩეული შეხვედრა არ ჩაუტარები, თუმცა ნელ-ნელა პროგრესირებს. ვნახოთ, რამდენად ეყოფა 29 წლის ფეხბურთელს სათამაშო კლასი და ასევე სასტარტო სისწრაფეც იმისათვის, რომ ჩვენთან ადგილი დაიმკვიდროს.”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში “კაიზერსლაუტერნის” კარის აღება შეძლო.

    Facebook კომენტარები