• 06-06-2023
    “ნაპოლის” მთავარი მწვრთველის პოსტზე ახალი სამიზნე ჰყავს!
    “ნაპოლის” მთავარი მწვრთველის პოსტზე ახალი სამიზნე ჰყავს!

    როგორც მოგეხსენებათ, 64 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, ლუჩიანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ “ნაპოლის” ტოვებს.

    შედეგად, “პარტენოპეი” ახალი მთავარი მწვრთნელის მოძიებას შეუდგა.

    ფრანგული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნაპოლი” პსჟ-დან გათავისუფლებულ კრისტოფერ გალტიეს უმიზნებს.

    აურელიო დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს პირადად ესაუბრა.

    ცნობისთვის, “ნაპოლიმ” ლუჩიანო სპალეტისთან ერთად 33 წლის შემდეგ ნანატრი თასი მოიპოვა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ გალტიეს გაწვრთნილი პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

    Facebook კომენტარები