• 30-05-2024
    მხსნელი სახეკად გიორგი! - მამარდაშვილის შესაშური სტატისტიკა
    მხსნელი სახეკად გიორგი! - მამარდაშვილის შესაშური სტატისტიკა

    როგორც მოგეხსენებათ, საკლუბო ფეხბურთში 2023/2024 წლების სეზონი მიიწურა. მხოლოდ და მხოლიდ ჩემპიონთა ლიგის ფინალია დარჩენილი.

    ცნობილმა გამოცემა Opta-მ “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა.

    გიორგიმ 2023/2024 წლების სეზონში ლა ლიგის მეკარეებს შორის თავისი გუნდი ყველაზე მეტჯერ გადაარჩინა.

    მამარდას კარში მიმდინარე სეზონში 145 ზუსტი დარტყმა განახორციელეს, საიდანაც გოლების მოსალოდნელი ინდექსი 50.3 გახლდათ.

    გამოდის, რომ გიორგიმ თავისი გუნდი 11.3 გოლს გადაარჩინა, რაც ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

    ცნობისთვის, 23 წლის მეკარე დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს “ვალენსიას” დატოვებს.

    Facebook კომენტარები