• 10-06-2024
    ტრანსფერი შედგა! - ფრანგი ვარსკვლავი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
    ტრანსფერი შედგა! - ფრანგი ვარსკვლავი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

    როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედოსა” და ლეგენდარუპ ფრანგ მოთამაშეს, მამადუ სახოს შორის უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამადუ სახომ და ქუთაისის “ტორპედომ” შეთანხმებას მიაღწიეს.

    ფეხბურთელსა და კლუბს შორის 1+1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

    ცნობისთვის, 34 წლის მამადუ სახოს კარიერის მანძილზე პსჟ-ში, “ლივერპულში”, “კრისტალ პალასსა” და “მონპელიეში” უთამაშია.


    Facebook კომენტარები