• 13-04-2022
    "ეს იდეალური ოპერაციაა" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე
    "ეს იდეალური ოპერაციაა" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე

    როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ინფორმაცია ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.


    ცნობილმა ინსაიდერმა, ალფრედო პედულამ ქართველი გარემარბის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა და პარალელი დუშან ვლაჰოვიჩის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერთან გაავლო.


    "კვარაცხელია "ნაპოლიში?" ეს შესანიშნავი ტრანსფერია, თუმცა მასზე ისე საუბრობენ, რომ მის თამაშს არ იცნობენ. ხვიჩას თამაშზე ისინი ლაპარაკობენ, ვისაც მისი ზედიზედ 2-3 შეხვედრაში ასპარეზობა არ უნახავს.


    ხვიჩა ძლიერი ბიჭია, რომელიც აფეთქდება. ის ინსინიეს ნამდვილი მემკვიდრეა. დღეს, როდესაც ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს იხდიან, "ნაპოლი" ქართველში 10 მილიონ ევროს გადაიხდის.


    მისი წლიური ანაზღაურება მხოლოდ მილიონი ევრო იქნება. ჩემი აზრით, ეს იდეალური ოპერაციაა", - განაცხადა პედულამ.

    Facebook კომენტარები