• 07-06-2023
    "ინგლისური ზაფხული" - "რეალი" კეინისა და ბელინგემის ტრანსფერებისთვის ყველაფერს გაიღებს
    "ინგლისური ზაფხული" - "რეალი" კეინისა და ბელინგემის ტრანსფერებისთვის ყველაფერს გაიღებს

    Cadena Ser მადრიდის "რეალის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ახალ ცნობებს ავრცელებს. 

    გამოცემის ინფორმაციით, "სამეფო გუნდი" ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემის ტრანსფერებისთვის ყველაფერს გაიღებს. 

    ბელინგემის ტრანსფერი, ფაქტობრივად, დახურულია. რაც შეეხება კეინს, ეს საქმე ოდნავ რთულადაა, რადგან არსებობს რიგი მიზეზები, რამაც შეიძლება ტრანსფერი გააჭიანუროს. 

    მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აქამდე არაერთგზის გვინახავს, თუ "სამეფო გუნდმა" ფეხბურთელის დამატება განიზრახა და საპირისპირო სურვილი თავად ფეხბურთელსაც გააჩნია, დიდი ალბათობით, ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება.

    Facebook კომენტარები