• 02-07-2023
    ოფიციალურად: სესკ ფაბრეგასმა კარიერა დაასრულა
    ოფიციალურად: სესკ ფაბრეგასმა კარიერა დაასრულა

    ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, სესკ ფაბრეგასმა 36 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.


    ვეტერანმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.


    ფაბრეგასი კატალონიის “ბარსელონას” აღზრდილი გახვალთ, 36 წლის მოთამაშემ პროფესიონალურ კარიერა 2004/2005 წლების სეზონში ლონდონის “არსენალში” დაიწყო.


    2011/2012 წლების სეზონში მშობლიურ “ბარსელონას” დაუბრუნდა, სადაც 3 სეზონი დაჰყო, 2014 წელს კი კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს, “ჩელსის” მიაშურა.

    2018 წელს ფრანგულ “მონაკოში” ჩაირიცხა, კარიერა კი “კომოში” დაასრულა. 

    ფაბრეგასმა “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 151 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    სესკმა პროფესიონალური კარიერაში მსოფლიო თასი, 2 ევროპის ჩემპიონატი, 2 პრემიერ ლიგა, 1 ლა ლიგა, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 უეფას სუპერთასი, 1 ევროპა ლიგა, 2 FA CUP, 1 კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერთასი, 1 ინგლისის ლიგის თასი და 2 ინგლისის სუპერთასი მოიგო.

    Facebook კომენტარები