09-07-2024
მამუკა ჩხარტიშვილი ფოთის “კოლხეთში” ითამაშებს
Author of the article
17 წლის მოთამაშე, მამუკა ჩხარტიშვილო კარიერას ფოთის “კოლხეთში” გააგრძელებს.
თბილისის “დინამოს” აღზრდილი ფეხბურთელი მეგრულ გუნდთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებს.
ტრანსფერში დიდი წვლილი ცნობილმა ფეხბურთელმა და ამჟამად უკვე აგენტმა, ნუკრი რევიშვილმა შეიტანა.
მამუკა ჩხარტიშვილი ფოთის “კოლხეთის” უმაღლეს და მე-2 გუნდში აქტიურად მოემზადება უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად.
ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამოს” 19-წლამდე გუნდში აქტიურად ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა სულ რაღაც 17 წლის გახლავთ და მისთვის ახალ გუნდში გადასვლა საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
ტეგები:
Facebook კომენტარები