• 10-07-2024
    ცნობილია, რა რაოდენობის ხელფასს იღებს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე
    ცნობილია, რა რაოდენობის ხელფასს იღებს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე

    ესპანეთის ეროვნული ნაკრები 2012 წლის შემდეგ პირველად დიდი ტურნირის ფინალში ითამაშებს.

    ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხა და ფინალში 14 ივლისს ითამაშებს.

    ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეა, რომელმაც ძირეული გარდაქმნები დაიწყო და ესპანური ფეხბურთი წარმატების გზაზე დააბრუნა.

    1961 წელს დაბადებული სპეციალისტი წლიურად 526 423 ევროს იღებს, რაც არც ისე მაღალი მაჩვენებელია ევროს მწვრთნელებს შორის.

    Facebook კომენტარები