• 10-07-2024
    "დაიმსახურა, მაგრამ გაჭირვებულებისთვის მიგეცათ" - როგორ ეხმაურებიან გიორგი მამარდაშვილისთვის ბინის ჩუქებას
    "დაიმსახურა, მაგრამ გაჭირვებულებისთვის მიგეცათ" - როგორ ეხმაურებიან გიორგი მამარდაშვილისთვის ბინის ჩუქებას

    ერთ-ერთმა ქართულმა სამშენებლო კომპანიამ საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ბინა გადასცა საჩუქრად.

    ეს ჟესტი მამარდას ევრო 2024-ზე თავდადების დაფასება იყო.

    ამ ფაქტს სოციალურ მედიაში ქართველი გულშემატკივრებისგან დიდი გამოხმაურებე მოჰყვა:

    "დაიმსახურა, მაგრამ გაჭირვებულებისთვის მიგეცათ"

    "მამარდ შენ ოქროს ადამიანი ხარ. ეს სამშენებლო კომპანია ფსკერზე მიმხმარ ცხიმს როm გავხართ ათასობით გაჭირვებულს დაეხმარეთ და მორჩით ამ პოპულისტურ პროვინციულ მარკეტინგს"

    "მშვიდობით და სიხარულით მოიხმარე ყველა საჩუქარი"

    "სხვებსაც აჩუქეთ რამე, გილოცავ გიო!"

    "კარგია რომ აჩუქეს მაგრამ სხვებმა რა დააშავეს?"

    "გელა ბარაკალაიას  ნარდს ვერ შეედრება, მაგრამ არაუშავს"

    "სად არის ეს ბინა? მის მეზობლად უნდა ვიყიდო"

    Facebook კომენტარები