• 05-07-2023
    "ESPN" გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბის სიას აქვეყნებს - რომელი ადგილი დაიკავა კვარამ
    "ESPN" გასული სეზონის ტოპ 10 გარემარბის სიას აქვეყნებს - რომელი ადგილი დაიკავა კვარამ

    გავლენიანმა გამოცემამ "ESPN"-მა გასული სეზონი შეაჯამა და გარემარბების ტოპ 10 დაასახელა სადაც რა საკვირველია "ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

    "ESPN" წერს:

    "როგორც ჰოლანდმა, ასევე კვარაცხელიამ საერთო ჯამში შესანიშნავი მაჩვენებლები დააფიქსირეს (გუნდები შეიცვალეს ამიტომაა ნორვეგიელთან ერთად ნახსენები). ქართველი ფეხბურთელი გასულ წელს ნეაპოლში ბათუმიდან ჩავიდა და სწორედ იქ აფეთქდა"

    სტატისტიკა (სერია A-ში): 

    ყველაზე მეტი ასისტი - 10 

    მოედნის მესამე მესამედში გაკეთებული ყველაზე მეტი გადაცემა - 603 

    მეორე მაჩვენებელი სახიფათო მომენტების შექმნაში - 14 

    მეორე მაჩვენებელი მეტოქის საჯარიმოში მიღებულ ბურთში - 198

    მეექვსე კარის ჩარჩოში დარტყმაში - 25 

    მერვე გოლებში - 12 

    "რაც მთავარია, ის იყო გარდამტეხი ნეაპოლური გუნდისთვის, რომ ნანატრი სკუდეტო 33 წლის შემდეგ მოეგოთ. 2023-24 წლის სეზონის პროგნოზი: როდესაც ფეხბურთში ვარსკვლავი ხდები, მოწინააღმდეგე გუნდის ხელმძღვანელობა კონკრეტულად შენი თამაშის სტილის შესწავლას და განეიტრალებას ცდილობს. საინტერესოა, თუ რა არჩევანს გააკეთებენ იტალიური გუნდის მწვრთნელები, რომ ქართველი ვარსკვლავი შეაჩერონ"

    საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 

    1. ბუკაიო საკა ("არსენალი") 

    2. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") 

    3. ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი") 

    4. უსმან დემბელე ("ბარსელონა") 

    5. გაბრიელ მარტინელი ("არსენალი") 

    6. რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი") 

    7. კინგსლი კომანი (მიუნხენის "ბაიერნი") 

    8. როდრიგო (მადრიდის "რეალი") 

    9. ფილ ფოდენი ("მანჩესტერ სიტი") 

    10. მუსა დიაბი ("ლევერკუზენი")


    Facebook კომენტარები