"გასახდელში საშინელი სიცხე, ერთი კარი პატარა იყო...", - რა პირობები დაახვედრეს ქუთაისის ტორპედოს ალბანეთში "გასახდელში საშინელი სიცხე, ერთი კარი პატარა იყო...", - რა პირობები დაახვედრეს ქუთაისის ტორპედოს ალბანეთში » Footballnews "გასახდელში საშინელი სიცხე, ერთი კარი პატარა იყო...", - რა პირობები დაახვედრეს ქუთაისის ტორპედოს ალბანეთში
  • 19-07-2024
    "გასახდელში საშინელი სიცხე, ერთი კარი პატარა იყო...", - რა პირობები დაახვედრეს ქუთაისის ტორპედოს ალბანეთში
    "გასახდელში საშინელი სიცხე, ერთი კარი პატარა იყო...", - რა პირობები დაახვედრეს ქუთაისის ტორპედოს ალბანეთში

    როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედომ” ალბანური “ტირანას” ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა.

    როგორც ჩანს, ქუთაისელებს ალბანეთში მარტივ პირობებში მუშაობა ნამდვილად არ უწევდათ, რაზეც კლუბის პრეს-სამსახურმა, ედო ბადალაშვილმა ისაუბრა:

    “გუშინ დილით ჩამოვედით ალბანეთში. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია. გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი. დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა თუ გენდომებათ, მატჩს ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო...  ხოდა დანარჩენი ისტორიაა… ეს ჩემი გუნდია!”. - განაცხადა ბადალაშვილმა.

    Facebook კომენტარები