• 21-05-2023
    500 მილიონი მზადაა - კვარაცხელია წლის ყველაზე ამბიციური სატრანსფერო პროექტის ნაწილი ხდება
    500 მილიონი მზადაა - კვარაცხელია წლის ყველაზე ამბიციური სატრანსფერო პროექტის ნაწილი ხდება
    Aa

    ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს.

    როგორც იწერება, "წითელი ეშმაკები" გუნდის მკვეთრად გაძლიერებასა და მოთამაშეების დამატებას გეგმავენ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისელების თვალთახედვის არეალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა, რომლისთვისაც ისინი ზაფხულში გაიბრძოლებენ.

    გარდა ქართველისა, "მანჩესტერელები" ჰარი კეინის, დუშან ვლაჰოვიჩის, კინგსლი კომანის, ადრეინ რაბიოს, კიმ მინ-ჯესა და ვიქტორ ოსიმენის კანდიდატურას განიხილავენ.

    ასე რომ, მომავალი ზაფხული "იუნაიტედისთვის" ძალიან ცხელი უნდა გამოდგეს.

    Facebook კომენტარები