25-05-2023

გაზრდილი ანაზღაურება - როგორ კონტრაქტს გააფორმებს ხვიჩა "ნაპოლისთან"

ავტორი
იტალიურმა გაომცემა "Corriere dello Sport"-მა "ნაპოლის" შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და "პარტენოპეისთან" შეთანხმება მიღწეუელია და სულ მალე ქართველი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
განახლებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, კვარას ანაზღაურება 1.4 მილიონიდან 2.5 მილიონამდე აიწევს, თუმცა ბონუსების ჩათვლით ეს რიცხვი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
გამოცემა აქვე ამატებს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩა ნეაპოლელთა საკუთრებაში 2028 წლის ივნისამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "ნაპოლიში" სადებიუტო სეზონში აქტივში 14 გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე პასი ჩაიწერა.
ტეგები:
Facebook კომენტარები