• 26-05-2023
    მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანის" მორიგი ნაბიჯი ქართველის დამატებისთვის
    მალდინი მიქაუტაძეს ესაუბრა - "მილანის" მორიგი ნაბიჯი ქართველის დამატებისთვის
    Aa

    ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით სულ უფრო და უფრო ინტერესდება.

    ამასთან დაკავშირებით "Foot Mercato" ახალ ცნობებს ავრცელებს.

    "მილანმა" მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და კლუბი მზადაა ის 10 მილიონ ევროდ შეიძინოს.

    "პაოლო მალდინი ფეხბურთელს გაესაუბრა და ტრანსფერის შემთხვევაში, შეიძლება ფრანგულ გუნდში იჯარის წესით დატოვონ, იმ შემთხვევაში, თუ "მეცი" ლიგა 1-ში გადავა", - წერს
    გამოცემა.

    აქვე გეტყვით, რომ მიქაუტაძემ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 შეხვედრა ჩაატარა 24 გოლთან ერთად 8 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები