26-07-2024
"დორტმუნდმა" მანჩესტერ "სიტის" მცველს დაუმიზნა
Author of the article
"მანჩესტერ სიტის" მივიწყებული ბრაზილიელი მცველი, იან კუტო, შესაძლოა მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ.
22 წლის ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესის ცენტრში მოექცა, გერმანული გუნდი მცველს ზაფხულის ტრანსფერების მთავარ სამიზნედ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა 2023/24 წლების სეზონი იჯარით "ჟირონაში" გაატარა. BILD-ის ცნობით, დიდი ალბათობით, გარიგება ზაფხულში დაიხურება.
აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში, იან კუტომ ლა ლიგაში 34 მატჩში ჩაატარა, სადაც ჯამში 1 გოლი და 10 ასისტი შეასრულა. ბრაზილიელმა კამპანია "ჟირონასთან" ერთად ცხრილში მე-3 ადგილზე დაასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები