• 06-07-2023
    "აი, ამიტომ არ ვიყიდეთ ხვიჩა", - რას ამბობს "ინტერის" სპორტული დირექტორი
    "აი, ამიტომ არ ვიყიდეთ ხვიჩა", - რას ამბობს "ინტერის" სპორტული დირექტორი
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ იტალიურ CalcioMercato-სთან ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავიშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "ხვიჩა იტალიისთვის უცხო არ ყოფილა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ჩვენთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლებოდა.

    "მის აგენტსაც შევხვდით, თუმცა, საბოლოოდ, აღარ ვიყიდეთ, რადგან ჩვენს სათამაშო სისტემაში არ ჯდებოდა.

    "როგორც კონტე, ისე ინძაგი 3-5-2 ფორმაციით თამაშობს, ის კი ამ ფორმაციას ვერანაირად მოერგებოდა. მას კარგად ვიცნობდით, ისევე, როგორც "რომა" და "იუვენტუსი", რომლებსაც ასევე შეეძლოთ მისი წაყვანა.

    "საბოლოდ კი ყველაზე კარგად "ნაპოლიმ" იმოქმედა, რომლემაც კვარას შეძენა ყველას დაასწრო", - ამბობს აუსილიო.

    Facebook კომენტარები