• 06-07-2023
    ოფიციალურად: მილან შკრინიარი პსჟ-ს ფეხბურთელია
    ოფიციალურად: მილან შკრინიარი პსჟ-ს ფეხბურთელია

    28 ელის სლოვაკი ფეხბურთელი, მილან შკრინიარი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    საგულისხმოა, რომ შკრინიარი პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.

    ცნობისთვის, შკრიანიარი ბოლოს მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. 28 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა.

    Facebook კომენტარები