• 06-07-2023
    გადაწყვეტილია! - სეზარ ასპილიკუეტა მადრიდის “ატლეტიკოში” ითამაშებს
    გადაწყვეტილია! - სეზარ ასპილიკუეტა მადრიდის “ატლეტიკოში” ითამაშებს

    33 წლის ესპანელი ფეხბურთელი, სეზარ ასპილიკუეტა კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ვეტერანმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    33 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა.

    ასპილიკუეტა ბოლოს ლონდონის “ჩელსიში” ასპარეზობდა, სადაც 11 წელი გაატარა. ესპანელმა მცველმა “არისტოკრატების” მაისურით ჩატარებულ  508 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები