• 07-06-2023
    PHOTO: ნეაპოლში კვარას მაისური თვითმფრინავიდან გადმოფინეს
    PHOTO: ნეაპოლში კვარას მაისური თვითმფრინავიდან გადმოფინეს

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ნეაპოლურ მხარეს ქართველი სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან შეიყვარეს. 

    ქართველისადმი სიყვარული იტალიაში დღითიდღე იმატებს, რაც, როგორც მისი, ასევე ათასობით ქართველის დამსახურებაა, რომელიც ხვიჩას გამო "ნაპოლის" თამაშებზე ქართულს დროშას აფრიალებს.

    ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, სადაც ნეაპოლურ აერპორტში ქართველმა პილოტმა თვითმფრინავი დასვა და კვარას მაისური გადმოფინა. 

    გასული წლის განმავლობაში ხვიჩამ მთელს ქვეყანას მართლაც დიდი სიხარული გვაჩუქა და მისთვის მადლობის გადახდას ყველა სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს.

    Facebook კომენტარები