• 07-06-2023
    "კვარაცხელია ძალიან საყვარელი ბიჭია" - რას ამბობს მარადონას ყოფილი მეუღლე კვარაზე
    "კვარაცხელია ძალიან საყვარელი ბიჭია" - რას ამბობს მარადონას ყოფილი მეუღლე კვარაზე

    ლეგენადრული დიეგო არმანდო მარადონას ყოფილმა ცოლმა, კრისტიანა სინაგარამ ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა: 

    "არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თითოეული გამარჯვებისას ჩემი ფიქრები დიეგოსკენ მიდიოდა. პირველი სკუდეტოს მოგებისას მეც მოედანზე ვიყავი, კარგად მახსოვს ის ემოციები" 

    "კვარაცხელია? ძალიან საყვარელი ბიჭია. სასიამოვნო სანახავი იყო ის თუ, როგორ კოცნიდა დედამისს. ის ძალიან მიყვარს" 

    "ვის დავტოვებდი გუნდში? რათქმაუნდა, კვარაცხელიას, ოსიმენს, ლობოტკას, დი ლორენცოს და კიმსაც ვიტყოდი, თუმცა მას წასვლა სურს", - განაცხადა იტალიელმა.

    როგორც ჩანს, მარადონას ყოფილი მეუღლე "პარტენოპეის" და კვარას მატჩებს თვალყურს აქტიურად ადევნებს.

    Facebook კომენტარები