გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალმა" მიკელ მერინოსთან პერსონალურ პირობებზე შეთანხმებას მიაღწია. "რეალ სოსიედადთან" 30 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერი დასრულებას უახლოვდება.
უკვე კარგადაა ცნობილი "მეთოფეების" მერინოსადმი ინტერესი, რომელმაც სულ ახლახან მოიგო ევრო 2024 ესპანეთის ნაკრებთან ერთად. ინგლისენები თვლიან, რომ ნახევარმცველი მათი გუნდისთვის იდეალური დანამატი იქნება.
პერსონალური პირობების შეთანხმების შემდეგ, მხარეთა აქცენტი უკვე სატრანსფერი საფასურუს გადახდასა და გარიგების სტრუქტურაზე გადადის.
თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, დოკუმენტების გაცვლა შეიძლება შაბათ-კვირის ბოლოს შედგეს. ეს ვადები გადამწყვეტია, რადგან მერინოს ევრო 2024-ის შემდგომი არდადეგები ორშაბათს, 5 აგვისტოს მთავრდება, ამიტომ, მხარეებს სურთ, რომ გარიგება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.
28 წლის ესპანელს, რომელიც მანამდე "ნიუკასლ იუნაიტედში" თამაშობდა, პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს. ტრანსფერის დახურვის შემდეგ, მერინო უკვე პირდაპირ თავის ახალ გუნდს შეუერთდება და შეეცდება მომავალი სეზონისთვის ნახევარდაცვის ხაზი გააძლიეროს.