• 04-08-2024
    "ხვიჩას რომ წასვლა სდომებოდა..." - რას ამბობს "ნაპოლის" ყოფილი სპორტული დირექტორი
    "ხვიჩას რომ წასვლა სდომებოდა..." - რას ამბობს "ნაპოლის" ყოფილი სპორტული დირექტორი

    იტალიურ გამოცემა, Sky Italia-სთან "ნაპოლის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუსომ ინტერვიუ ჩაწერა.

    მან "პარტენოპეიზე" ისაუბარა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი:

    "როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი, ოსიმენის თაობაზე ერთ-ერთი ევროპული კლუბისგან დიდებული შეთავაზება მივიღეთ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მისი დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ"

    "დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან "ნაპოლის" ეკონომიკური წინსვლისთვის ასე იყო საჭირო. რაც შეეხება კვარას, როგორც მე ვიცი, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჭორები რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა, არ მჯერა"

    "ხვიჩას რომ წასვლა გადაეწყვიტა, ასეც მოიქცეოდა. მწამს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა", - განაცხადა მელუსომ.

    Facebook კომენტარები