• 05-08-2024
    გალაჰერმა "ატლეტიკოს" თანხმობა განუცხადა
    გალაჰერმა "ატლეტიკოს" თანხმობა განუცხადა

    ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონორ გალაჰერი მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშზე თანახმაა. "ჩელსი" აპირებს მის სანაცვლოდ ესპანელებს 40 მილიონი ევრო მოთხოვოს.

    როგორც ირკვევა, გალაჰერმა ლა ლიგის მხარესთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ყველაფერი მომდევნო საათებში, მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც კლუბები ფორმალურ ნაბიჯებს გადადგამენ. საქმე ეხება ხუთწლიან კონტრაქტს.

    რომანომ ასევე დაამატა, რომ თუ "ატლეტიკომ" ნახევარმცველში 40 მილიონი ევრო გადაიხადა, ეს იქნება ლა ლიგის კლუბის მიერ გაცემული რეკორდული თანხა 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

    აგრეთვე ირკვევა, რომ გალაჰერს შეეძლო "არისტოკრატთა" რიგებში კიდევ ორი წლით დარჩენილიყო, თუმცა, საბოლოოდ, მან ესპანური ვარიანტი აირჩია. 

    Facebook კომენტარები