Sports Mail-ის ინფორმაციით, ხულიან ალვარესის სანაცვლოდ მადრიდის "ატლეტიკო" აპირებს "მანჩესტერ სიტის" ჟოაუ ფელიქსის იჯარა და დამატებითი თანხა შესთავაზოს.
"ატლეტიკო" უკვე აქტიურად ცდილობს შეიძინოს ალვარესი მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ალვარო მორატა "მილანში" გადაბარგდა.
როგორც ირკვევა, "მანჩესტერ სიტის" არ სურდა გაეშვა ალვარესი, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ შესთავაზონ მას რეგულარული სათამაშო დრო, რომელსაც ის ითხოვს. ამგვარად, მადრიდის "ატლეტიკო" და "პსჟ" არგენტინელის მოსაპოვებლად იბრძვიან.
თუ "ქალაქელები" ამ შეთავაზებას მიიღებენ, ფელიქსის სურვილი, ითამაშოს "ბარსელონაში", ფაქტობრივად დასრულდება.
აქვე გეტყვით, რომ კვირის დასაწყისში, პორტუგალიელის დამატება "ბენფიკამ" მოისურვა, თუმცა, კლუბი მოთამაშისთვის ბრძოლას მაღალი სატრანსფერო საფასურის გამო გამოეთიშა.