• 07-06-2023
    "ჩელსი" და "არსენალი" საქმეში? - მიქაუტაძეს ახალი მსურველები ჰყავს
    "ჩელსი" და "არსენალი" საქმეში? - მიქაუტაძეს ახალი მსურველები ჰყავს

    გავლენიანი იტალიური გამოცემა, "Gazzetta_it" ფრანგული "მეცის" ქართველ შემტევთან, გიორგი მიქაუტაძეს მომავალათან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

    როგორც მოგეხსენებათ, ჟორჟისადმი ინტერესი არაერთ იტალიურ კლუბს აქვს. წყაროს ცნობით, მას სერია ა-ს გუნდებთან ერთად ინგლისური გიგანტებიც აკვირდებიან.

    იწერება, რომ ქართველის შეძენით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება, რომელიც თვლის, რომ შემტევი გუნდს იდიალურად მოერგება. ასევე ინგლისის ვიცე ჩემპიონი ლონდონის "არსენალიც" საქმეშია.

    გასულ სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა. როგორც ჩანს, ეს ციფრები არაერთ კლუბს აფიქრებს.

    Facebook კომენტარები