• 07-06-2023
    "ვარ თუ არა გუნდის ლიდერი?" - რა პასუხი გასცა კვარამ ჟურნალისტის შეკითხვას
    "ვარ თუ არა გუნდის ლიდერი?" - რა პასუხი გასცა კვარამ ჟურნალისტის შეკითხვას
    Author of the article
    Aa

    სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "პირველ რიგში მსურს, რომ მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხო, რომელთა გარეშეც ამ ჯილდოს ვერ მივიღებდი. მათ თვითრწმენა შემმატეს და ადაპტაციაში ხელი შემიწყვეს.

    "ასევე უღრმესი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემი თამაშის სანახავად აქ იტალიაში ჩამოდიოდნენ. მათ ნეაპოლი ძალიან შემაყვარეს.

    "ვარ თუ არა გუნდის ლიდერი? ამ გუნდში ოსიმენიდან დი ლორენცომდე ბევრი ლიდერია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ლიდერი.

    "უდინეში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, ჩემთვის დაუვიწყარი მომენტი იყო. ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯია.

    "რა თქმა უნდა, შრომა უნდა გავაგრძელოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა ხვიჩამ.

    Facebook კომენტარები