• 08-07-2023
    “სამტრედიამ” თორნიკე ახვლედიანი დაიმატა
    “სამტრედიამ” თორნიკე ახვლედიანი დაიმატა

    23 წლის ფეხბურთელი, თორნიკე ახვლედიანი კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ახალგაზრდა მოთამაშე “სამტრედიას” ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა.

    ახვლედიანი თბილისის “დინამოს” აღზრდილი გახლავთ, მისი დებიუტი დედაქალაქურ გუნდში 2020 წელს შედგა.

    2021 წლიდან ახალგაზრდა მოთამაშე მამაქალაქის მთავარ გუნდში ასპარეზობდა, სადაც 51 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები