08-07-2023

ბათუმის "დინამომ" 5 ფეხბურთელი დაიმატა - Geo Team

ავტორი
ქართული გავლენიანი წყარო, "Geo Team" ბათუმის "დინამოს" სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, აჭარელებმა გიორგი წიტაიშვილის 1-წლიანი იჯარით დამატების შემდეგ კიდევ 5 ფეხბურთელი დაიმატეს:
როინ კვასხვაძე (მეკარე), ლევან ხარაბაძე (მარცხენა მცველი), ვიტინიო (ნახევარმცველი), ნიკოლაი ყიფიანი (ნახევარმცველი), და ცოტნე ფაცაცია (ნახევარმცველი).
აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანას" დაუპირსპირდება, პირველი მატჩი 13 ივლისს ალბანეთში გაიმართება, ხოლო განმეორებით შეხვედრას გუნდები ბათუმში 20 ივლისს ითამაშებენ
ტეგები:
Facebook კომენტარები