• 09-07-2023
    ლაშა ოდილაძე: “სანდრო კალანდაძემ ყველაზე საინტერესო შეთავაზება შვეიცარიული გუნდისგან მიიღო”
    ლაშა ოდილაძე: “სანდრო კალანდაძემ ყველაზე საინტერესო შეთავაზება შვეიცარიული გუნდისგან მიიღო”

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, სანდრო კალანდაძემ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ბრწყინვალე პერფორმანსები შემოგვთავაზა.

    საფეხბურთო მენჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კალანდაძე მსურველების შესახებ ისაუბრა:

    “სანდრომ ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და, რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი გაჩნდა. მან, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზის სხვა მოთამაშეებმა, მსოფლიოს აჩვენეს, რომ საქართველოში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ევროპის წამყვან ლიგებში თამაში შეუძლიათ.

    „ტრაბზონსპორის“ ინტერესზე ჩემთვისაც ცნობილია. მათ გარდა უნგრული კლუბებიდან არის კონკრეტული შეთავაზება, სადაც კონტრაქტს სთავაზობენ. ყველაზე საინტერესო წინადადება კი სანდრომ შვეიცარიის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბისგან მიიღო.

    ახლა კალანდაძემ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს და იმედია, თბილისის „დინამოშიც“ გამოიჩენს თავს. ჩვენი სურვილია, ტრანსფერით „დინამო თბილისიც“ კმაყოფილი დარჩეს და ფეხბურთელიც. მთავარია, ჭკვიანური ნაბიჯი გადავდგათ და მას სასურველი კლუბი მოვუძებნოთ”. - განაცხადა ოდილაძემ.

    Facebook კომენტარები