• 07-06-2023
    ლუკას ვასკესის დამატებით "იუვენტუსი" ინტერესდება
    ლუკას ვასკესის დამატებით "იუვენტუსი" ინტერესდება

    მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველის ლუკას ვასკესის დამატებით სერია ა-ს გუნდი ინტერესდება.

    საუბარია ტურინის "იუვენტუსზე". როგორც იწერება, არის შანსი, რომ ესპანელმა კარიერა სწორედ "ბებერ ქალბატონში" განაგრძოს.

    თუ ვასკესი წავა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სატრნსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდელები მარჯვენა მცველსაც დაიმატებენ, რადგან გამორიცხულია, რომ კარლო ანჩელოტიმ სეზონი მხოლოდ დანი კარვახალზე ააწყოს, ვინაიდან ესპანელი ხშირად ტრავმიანობს.

    აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

    Facebook კომენტარები