• 09-07-2023
    ბრუნო დე ხეას ემშვიდობება: "შენ იმსახურებდი ქომაგებით სავსე სტადიონს დამშვიდობებოდი"
    ბრუნო დე ხეას ემშვიდობება: "შენ იმსახურებდი ქომაგებით სავსე სტადიონს დამშვიდობებოდი"
    Author of the article
    Aa

    ოფიციალურად, დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

    კონტრაქტი შეთანხმებული იყო, სანამ "იუნაიტედი" პირობებს უკან არ გაიწვევდა და დავიდს კიდევ უფრო შემცირებულ ხელფასს არ შესთავაზებდა.

    ამის გამო, დე ხეა ძალიან გაბრაზდა და ანაზღაურების კიდევ უფრო მეტად დაკლებაზე უარი თქვა, ბოლოს კი თავისუფალი აგენტი გახდა.

    ესპანელი ლეგენდის წასვლას ბრუნო ფერნანდეშიც გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში განათავსა პოსტი.

    "შენ იმსახურებდი, რომ ქომაგებით სავსე სტადიონს შენთვის მადლიერება გამოეხატა უამრავი ლამაზი მომენტისთვის და ასე დამშვიდობებოდი მათ", - წერს ბრუნო.

    Facebook კომენტარები