• 07-06-2023
    "რეალი" ბელინგემის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს
    "რეალი" ბელინგემის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს

    მადრიდის "რეალი" ჯუდ ბელინგემის ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს.

    ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "სამეფო გუნდს" სურს, რომ ინგლისელის ტრანსფერის ყველანაირი დეტალი ამ კვირაშივე მოაგვაროს და მომდევნო კვირაში უკვე მისი პრეზენტაცია შედგეს.

    იწერება, რომ ბელინგემის "ბერნაბეუზე" წარდგენა სწორედ შემდეგ კვირაშია დაგეგმილი.

    მადრიდელებს ეს ტრანსფერი 100 მილიონი და დამატებით ბონუსები დაუჯდებათ.

    Facebook კომენტარები