• 10-07-2023
    კანდიდატი გამოიკვეთა - ვინ შეცვლის კიმ მინ-ჯეს "ნაპოლიში"
    კანდიდატი გამოიკვეთა - ვინ შეცვლის კიმ მინ-ჯეს "ნაპოლიში"

    მას შემდეგ, რაც კიმ მინ-ჯე მიუნხენს "ბაიერნს" შეუერთდა, "ნაპოლის" არაერთი მცველი დაუკავშირეს.

    ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა "Areanapoli" ახალ ცნობებს ავრცელებს.

    როგორც ირკვევა, "პარტენოპეიში" სამხრეთ კორეელი უკანახაზელის შემცვლელს უკვე მიაგნეს და საინტერესო კანდიდატურას განიხილავენ.

    საუბარია იაპონელ მცველზე, კო იტაკურაზე, რომელიც ამჟამად მიუნხენ "გლადბახის" რიგებში ირიცხება.

    აქვე ვთქვათ ისიც, რომ 26 წლის ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

    ცნობისთვის, "Transfermakt"-ის მონაცემების მიხედვით, იკატურას ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.

    Facebook კომენტარები