03-09-2024
უარი "მილანს" - რაბიო კვლავ თავისუფალი აგენტია
Author of the article
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ადრიენ რაბიომ "მილანის" შეთავაზება უარყო.
სერია A-ს გიგანტები ახლა ისმაელ ბენასერის შეინარჩუნებას ეცდებიან. მიუხედავად საუდის არაბეთის კლუბების ინტერესისა, იტალიელებს ფეხბურთელის გუნდში დარჩენის დიდი იმედი აქვთ. აგრეთვე მიაჩნიათ, რომ ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დადგება.
თავის მხრივ, რაბიო თავისუფალ აგენტად რჩება. გასულ ზაფხულს ფრანგს ისეთ გუნდებს უკავშირებდნენ, როგორიც "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია", თუმცა ამაოდ.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსი" ხუთი წლის შემდეგ დატოვა. რაბიომ "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში ჯამში 212 მატჩი ჩაატარა.
ტეგები:
Facebook კომენტარები