• 11-07-2023
    "დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა რომ ხვიჩას სახით დიდებული ფეხბურთელი ჰყავს" - არჩილ ბერიძემ კვარაზე ისაუბრა
    "დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა რომ ხვიჩას სახით დიდებული ფეხბურთელი ჰყავს" - არჩილ ბერიძემ კვარაზე ისაუბრა

    ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ იტალიურ გამოცემასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ტრანსფერზე ისაუბრა:

    "მოლაპარაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა, ტრანსფერზე შეთანხმება მალევე შედგა. ტრანსფერში არაერთი პირი მონაწილეობდა, მათ შორის, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში კრისტიან ძაკარდომ უდიდესი წვლილი შეიტანა" 

    "აურელიო დე ლაურენტისთან პირადად არ მისაუბრია. მას მოვიკითხავ და წარმატებას ვუსურვებ. მინდა ვუთხრა, რომ ხვიჩას სახით დიდებული ფეხბურთელი ჰყავს"

    "რა არის ხვიჩას წარმატების საიდუმლო? შრომა და რა თქმა უნდა, ნიჭიც. ბათუმის "დინამოს" ქომაგები ოცნებობენ, რომ ბათუმში "ნაპოლისთან" ამხანაგური მატჩი ჩატარდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ბერიძემ.

    Facebook კომენტარები