• 11-07-2023
    ქუთაისის “ტორპედო” ევროტურნირების წინ საგრძნობლად გაძლიერდა
    ქუთაისის “ტორპედო” ევროტურნირების წინ საგრძნობლად გაძლიერდა

    ქუთაისის “ტორპედო” კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ საგრძნობლად გაძლიერდა.

    იმერულმა გუნდმა ომრან ჰაიდარი, ნიკოლა ნინკოვიჩი, ანრი ჭიჭინაძე და გიორგი ფანცულაია დაიმატა.

    ჰაიდარმა “ტორპედოსთან” 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ომარს პოლონეთისა და ნიდერლანდების ჩემპიონატებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 

    ნინკოვიჩმა ქართულ გუნდთან ასევე 1.5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ნიკოლასს სერია ა-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

    ჭიჭინაძემ ასევე 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ანრის “ტორპედოში” ადრეც უთამაშია. 

    ფანცულიამ სხვა ფეხბურთელების მსგავსად 1.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, გიორგის წარსულში “ტორპედოში” თამაშის გამოცდილება აქვს. 29 წლის ფეხბურთელი ბოლოს აქტაუს კასპიში ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები