გათიშვა

საქმე ასე ცუდადაა? - რა ინფორმაცია ვრცელდება "დინამო არენაზე"

საქმე ასე ცუდადაა? - რა ინფორმაცია ვრცელდება "დინამო არენაზე"
3 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ქვეყნის პირველ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ამორტიზების პრობლემის გამო ვერ ითამაშა.

ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა გულშემატკივრის მხრიდან, ნაწილი თვლიად, რომ ინფორმაცია ცრუ იყო და "დინამო არენა" მატჩის სამასპინძლოდ მზად იყო.

ამის საფუძვლიან არგუმენტს ბადებდა ის ფაქტი, რომ "დინამო თბილისი" საშინაო მატჩებს სწორედ ამ სტადიონზე მართავდა.

ახლახან ცნობილი ხდება, რომ თბილისური გუნდი ეროვნული ლიგის მომდევნო 2 შეხვედრას "დინამო არენაზე" აღარ გამართავს.

ისინი 15 სექტემბერს გორის "დილას" წინააღმდეგ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ, ხოლო 27 სექტემბერს ფოთის "კოლხეთს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ სტადიონს მართლაც აქვს გარკვეული პრობლემები. ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება და ეროვნული გუნდი ქართული ფეხბურთის სახლში კვლავ ითამაშებს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ