ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში" დაბრუნდა ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში" დაბრუნდა » Footballnews ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში" დაბრუნდა
  • 15-09-2024
    ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში" დაბრუნდა
    ჯორჯო კიელინი "იუვენტუსში" დაბრუნდა

    ტურინის "იუვენტუსმა", ლეგენდარული იტალიელი მცველისა და კლუბის კაპიტნის, ჯორჯო კიელინის კლუბში განსხვავებული როლით დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

    გასულ წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კიელინი ფეხბურთს დაუბრუნდა და ახლა ის "ბებერ ქალბატონში" საფეხბურთო ინსტიტუციონალური ურთიერთობების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. 

    ეს პოზიცია ნიშნავს, რომ დღეიდან, იტალიელი სერია A-სა და აგრეთვე სხვა ევროპულ კლუბებთან, თუ ნაკრებებთან ურთიერთობას გაუძღვება. როგორც ჩანს, ჯორჯო პირდაპირ ანგარიშს გაუწევს კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, მაურიციო სკანავინოს.

    შეგახსენებთ, რომ 40 წლის კიელინიმ "იუვენტუსში" ჯამში 561 მატჩი ჩაატარა და მრავალი ტიტული მოიგო, მათ შორის სერია A-ს ცხრა ტიტული.

    კიელინიმ პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა 2023 წლის დეკემბერში, "LAFC-ში" გატარებული დროის შემდეგ გამოაცხადა, სადაც მან პირველივე სეზონში MLS-ის თასის მოგება შეძლო.

    Facebook კომენტარები