• 13-07-2023
    "მეტოქეებმა ხვიჩა თითქოს გალიაში დაამწყვდიეს" - რას ამბობს ფედელე კვარაზე
    "მეტოქეებმა ხვიჩა თითქოს გალიაში დაამწყვდიეს" - რას ამბობს ფედელე კვარაზე

    "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ენრიკო ფედელემ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "ყოველთვის განვასხვავებდი ერთმანეთისგან გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მოთამაშეებს. მაგალითად, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის ლობოტკა, მაგრამ გუნდში მისი შეცვლა შესაძლებელია, თუმცა, ეს მატჩების მიმდინარეობაზეცაა დამოკიდებული. 

    "გადამწყვეტი მოთამაშეები არიან ოსიმენი და კვარაცხელია. ოსიმენის გარეშე "ნაპოლი" სხვა გუნდია, ხვიჩა კი არაპროგნოზირებადია. 

    "გასული სეზონის მეორე ნახევარში ქართველი ვინგერი ოპონენტებმა თითქოს გაიცნეს და გალიაში ჩაამწყვდიეს. მაგრამ მეორეს მხრივ, ის ნეაპოლის ცხოველია, რომელმაც კვლავ უნდა აიწყვიტოს", - განაცხადა ფედელემ.

    Facebook კომენტარები