• 13-07-2023
    "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა" - ჭიაბრიშვილმა "ასტანასთან" მატჩი შეაფასა
    "ძალიან რთული მატჩი გამოვიდა" - ჭიაბრიშვილმა "ასტანასთან" მატჩი შეაფასა

    ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისი "დინამო"ყაზახურ "ასტანას" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

    საქართველოს ჩემპიონის მთავარმა, მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა მატჩი შეაფასა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა:

    "პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ როგორც მოველოდით, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მთლიანობაში მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი დაპირისპირება გასვლითი გვქონდა, რომელიც მოედნის და სიცხის გამო მძიმე გამოვიდა" 

    "შეიძლება ითქვას, პირველი თამაში ნორმალურად ჩავატარეთ. მე შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ საპასუხო შეხვედრის შედეგად მომდევნო ეტაპზე გავალთ", - განაცხადა თბილისელებს თავკაცმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს 20"00-წუთზე "დინამო არენაზე" ჩანიშნულია განმეორებითი შეხვედრა, მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ სტადიონზე, ვუგულშემატკივორთ დინამოს და ერთად ვიზეიმოთ პირველი ეტაპის გადალახვა.

    Facebook კომენტარები