• 08-06-2023
    როდის გაახანგრძლივებს ხვიჩა “ნაპოლისთან” კონტრაქტს? - მამუკა ჯუღელის განცხადება
    როდის გაახანგრძლივებს ხვიჩა “ნაპოლისთან” კონტრაქტს? - მამუკა ჯუღელის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო სეზონში სრული ფურორი მოახდინა.

    მამუკა ჯუღელმა ჯეო თიმთან ინტერვიუში ხვიჩას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა:

    “ხვიჩას ნაპოლისთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება იქნება, თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როდესაც ხელმძღვანელობასთან ვისაუბრებ. რასაც სოციალურ ქსელში წერენ ყველფერი ცრუ ინფორმაციაა, პირველ რიგში ეს ამბავი მე და ხვიჩას გვეცოდინება. ჩვენ მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა არის სურვილი, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.” - განაცხადა ჯუღელმა.

    ცნობისთვის, კვარამ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები