• 13-07-2023
    უარი 15 მილიონზე - რატომ არ გაყიდა "მეცმა" გიორგი მიქაუტაძე ინგლისის პრემიერლიგის გუნდში
    უარი 15 მილიონზე - რატომ არ გაყიდა "მეცმა" გიორგი მიქაუტაძე ინგლისის პრემიერლიგის გუნდში

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის საოცარი სეზონის შემდეგ ევროპუომა გუნდებმა აქტიურობა დაიწყეს.

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიურმა “ლაციომ” მიქაუტაძის სანაცვლოდ პირველი შეთავაზება გააკეთა.

    ცნობილი ფრანგული სააგენტოს, L’equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეცმა” “ბარნლის” 15 მილიონიან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

    ფრანგულ გუნდს ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

    ქართველი თავდამსხმელის შეძენით “ლაციოს” გარდა, “ვულვზი”, “ბარნლი” და ერთი ბუნდესლიგის გუნდი ინტერესდება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.

    Facebook კომენტარები