ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვესლი ფოფანა თავს "ჩელსის" გრძელვადიანი, მომავლის პროექტის ერთ-ერთ მთავარ წევრად თვლის.
23 წლის ფოფანა თვლის, რომ მას კიდევ უფრო მეტი რამის მიცემა შეუძლია კლუბისთვის, ვიდრე ეს 2022 წლიდან დღემდე მოახერხა. ის აგრეთვე გამოხატავს მადლიერებას კლუბის მიმართ, რათა მიუხედავად ტრავმიანობისა, მისი იმედი არ დაუკარგავთ.
ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა განაცხადა: "ჩელსის გულშემატკივრებმა აქამდე ჩემი რეალური პოტენციალის მხოლოდ 10-20% ნახეს, მე გაცილებით მეტი შემიძლია და ამას აუცილებლად დავამტკიცებ."
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს "არისტოკრატებმა" ფოფანა 70 მილიონ ფუნტად დაიმატეს. მან 2023/24 წლების სეზონი ტრავმის გამო სრულიად გამოტოვა, თუმცა, პრემიერ ლიგის ახალი კამპანიის სტარტიდან, ის "ჩელსის" დაცვის ცენტრში ხუთივე ტურის განმავლობაში იდგა.