როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვლადიმერ ვაისის "სლოვან ბრატისლავა" ჩემპიონღა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
სლოვაკმა სპეციალიტსმა პრესკონფერენციაზე თქვა:
"პეპ გვარდიოლას ანტონიო გაუდის შევადარებდი. ის აშენებს რაღაც ისეთს, რასაც ვერავინ გაიგებს, ის ნამდვილი გენიოსია!"
"მან ფეხბურთი საკუთარი მიდგომებითა და კრეატიულობით შეცვალა. გვარდიოლა ირჩევს ფეხბურთელებს, რომლებიც მის ფილოსოფიას შეეფერებიან"
"მე მიყვარს ანჩელოტიც, კლოპიც, მაგრამ პეპმა საკუთარი მიდგომებითა და, კარგი გაგებით, სიჯიუტით, ფეხბურთი შეცვალა.''.
ვაისის ამ კომენტარს თავის პრესკონფერენციაზე უკვე პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა:
"გაუდის შემადარა? მართლა? ღვინო ჰქონდა დალეული?"
"რისი თქმა შემიძლია? ალბათ, უბრალოდ, მადლობა უნდა გადავუხადო. გაუდი უდიდესი იყო. როცა საგრადა ფამილიას სტუმრობ, მის ხედვას გრძნობ და ამავდროულად, საკუთარ თავს ეუბნები, რომ ეს შეუძლებელია...'', - თქვა პეპმა.