01-10-2024
კლოპი: "იმედი მაქვს, ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში დიდი ხნით დარჩება"
Author of the article
"ლივერპულის" დატოვების შემდეგ, იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელობას აქტიურად უკავშირებდნენ, ამ თემას თავად სპეციალისტიც გამოეხმაურა.
მთავარი მწვრთნელის რანგში იულიან ნაგელსმანის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ საუბრისას კლოპმა განაცხადა: "ამას არც კი განვიხილავ, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ნაგელსმანი ნაკრებში არა 2026 წლამდე, არამედ გაცილებით დიდი ხნით დარჩება."
ამ მომენტისთვის, ნაგელსმანის კონტრაქტი მას საშუალებას აძლევს, გერმანიის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უთავკაცოს, თუმცა, კლოპის ხელმისაწვდომობის გამო, მისი პოზიცია თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
შეგახსენებთ, რომ "ბუნდესნაკრების" ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდი ევრო 2024-ზე ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ის ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები