რობერტსონი: "ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია" რობერტსონი: "ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია" » Footballnews რობერტსონი: "ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია"
  • 01-10-2024
    რობერტსონი: "ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია"
    რობერტსონი: "ჩვენ მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია"

    ფეხბურთელების გადატვირთული გრაფიკის თაობაზე პროტესტს "ლივერპულის" შოტლანდიელი განაპირა მცველი, ენდი რობერტსონი გამოეხმაურა. 

    "ჩვენ თამაში უნდა განვაგრძოთ, სხვა გზა არ გავქვს, გადაწყვეტილების მიღება კი სხვა პირებს უნდა ვანდოთ." 

    "როცა გასახდელში ხარ და შენს წინ მნიშვნელოვანი მატჩია, ამაზე არ უნდა იფიქრო, პირიქით, მოედანზე მთელი გულით უნდა იბრძოლო, ჩვენ მხოლოდ ეს შეგვიძლია." 

    "თუმცა, ვისურვებდი, რომ მომავალში, როდესაც რაიმეს შეცვლას გადაწყვეტენ, ფეხბურთელების აზრიც გაითვალისწინონ, ვინაიდან, სწორედ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისზეც ეს ყველაფერი უშუალოდ აისახება." 

    "ამ თემაზე სწორედ გამოცდილმა პროფესიონალებმა და კაპიტნებმა უნდა ისაუბრონ და არა ოფისში მსხდომმა ადამიანებმა." განაცხადა რობერტსონმა.


    Facebook კომენტარები